ფილმის გმირია რვა მამაკაცი, თითოეული მათგანი ცდილობს გადაწყვიტოს საკუთარი ცხოვრების დილემა. ერთი ებრძვის საშუალო ასაკის კრიზის. მეორე გაკოტრდა და იძულებულია იცხოვროს დედასთან და მის კატასთან. მესამე, ცოლთან ორი წლის განქორწინების შემდეგ კვლავ ცდილობს მის დაბრუნებას. მეოთხეს ვერ გაუგია, თუ რატომ ღალატობს მეუღლე მას და ამ დროს თვითონ მოიხმარს ნარკოტიკებს. სხვებსაც მსგავსი პრობლემები აქვთ, მაგრამ რეაქცია მათზე — სხვადასხვაა.