პორტერ ვრენი არის მანქეტენის ტაბლოიდის მწერალი, რომელსაც სკანდალი იზიდავს.იგი გულანთებული იკვლევს მკვლელობას, ტრაგედიასა და ნებისმიერ ფაქტს, რათა სიმართლე გამოააშკარავოს.სახლში ის ერთგული მეუღლე და მამაა, მაგრამ როდესაც კაროლინი, მაცდური უცნობი სთხოვს მას გამოიძიოს მის კინორეჟისორი მეუღლის, საიმონის გაუხსნელი მკვლელობა, ის იძირება ძალიან შემზარავ საქმეში, სადაც ფიგურირებს სექსუალური აკვიატება და შანტაჟი, რომელიც საფრთხეს უქმნის მის სამსახურს, ქორწინებასა და სიცოცხლეს…