რობ ჰეილი შეფ-მზარეულია და ლონდონში ცნობილი რესტორნის მფლობელია. მეუღლის ავტოკატასტროფაში გარდაცვალების შემდეგ ის ყველა საქმეს მიატოვებს და ქალიშვილთან ერთად ლონდონიდან მოშორებით გადაბარგდება. ერთხელ მას მეგობარი ესტუმრება, რომელიც სატელევიზიო კულინარიის ვარსკვლავი და საკუთარი რესტორნის მფლობელია. გორდონ რემსი ცდილობს რობის დარწმუნებას, რომ ადგილობრივი პაბით დაკავდეს და იგი მაღალი კლასის რესტორნად აქციოს.