1183 წელი. დამდეგი შობის დღეებში ინგლისის მოხუცმა მეფემ, ჰენრიხ მეორემ ტახტის მემკვიდრე უნდა გამოაცხადოს. ამ მოვლენისთვის სპეციალურად ჩამოდიან: ჰენრიხის მეუღლე - ელეონორა აკვიტანელი, რომელიც ქმრის წინააღმდეგ შეთქმულებში მონაწილეობისთვის ციხეში იჯდა, მეფის საყვარელი - პრინცესა ალე, მისი ბოროტი ძმა, საფრანგეთის მეფე - ფილიპი და ჰენრიხ მეორის შვილები - რიჩარდ ლომგული, ჯეფრი და ჯონი. ოჯახის წევრები ერთმანეთს სასტიკად ვერ იტანენ. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებს - ეს არის ძალაუფლების უსაზღვრო წყურვილი, რომლისთვისაც ისინი ყველაფერზე წავლენ.