არნოლდ შვარცენეგერი ასრულებს რუსი პოლიციელის როლს, იგი ამერიკაში გაქცეული რუსი ნარკოტიკებით მოვაჭრის შესაპყრობადაა წარგზავნილი. დამნაშავე ჩიკაგოში გადაცემას ელოდება. ჯიმ ბელუში კი თამაშობს მის დროებით პარტნიორს ჩიკაგოს პოლიციაში. როცა ნარკოტიკებით მოვაჭრე გაიქცევა, ორმა პოლიციელმა დამნაშავის ხელმეორედ დასაკავებლად, მათი განსხვავებულობა უნდა გადალახონ.