19 წლის ალისა კინგსლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ვიქტორიანულ წვეულებაზე, რომელიც მის საპატივცემულოდ იყო გამართული, ალისას ხელს სთხოვს ხემიში, მდიდარი, მაგრამ სულელი ლორდის და ლედი ესკოტის შვილი. გოგონა პასუხს არ მისცემს და გაიქცევა და კურდღელს გაყვება, რომელიც მან მდელოზე შეამჩნია. ჩვეულებრვ კურდღელს, ოღონდ ტანსაცმელში ჩაცმულს და საათთ, რომელსაც სულ უყურებს… ალისა ნახავს როგორ გაქრება მისი დევნის ობიექტი კურდღლის სოროში. შემდეგ, მოულოდნელად, ალისა იქ თვითონაც ჩავარდება და მიწისქვეშა სამყაროში აღოჩნდება…