უიღბლო ბანკების მძარცველი ზეკი მიულერი ცამეტი თვის პატიმრობის შემდეგ გამოდის ციხიდან. ის მიდის ნაძარცვის მოსაძებნად, რომელიც დამალეს მშენებლობაზე. მას ეგონა, რომ დახვდებოდა მხოლოდ მილები, მაგრამ საუბედუროდ იქ აღმოჩნდება სკოლის ახალი სპორტული დარბაზი. იმისათვის რომ ნაძარცვს დაეუფლოს, ზეკი ცდილობს მოეწყოს სკოლის დარაჯად. მაგრამ გაუგებრობების შედეგად, მას აიყვანენ მასწავლებლის შემცვლელად. მას შეხვდება ყველაზე არანორმალური კლასი მთელს სკოლაში - მე-10 «ბ». რამდენიმე უჩვეულო მეთოდის გამოყენების შემდეგ, ყოფილი ყაჩაღი მოულოდნელად პოულობს მოსწავლეებთან საერთო ენას.