16 წლის ერიკზე მამინაცვალი, აღმზრდელობითი მიზნით რეგულარულად ძალადობს. ერიკიც არ აპირებს დათმობას და ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში მზად არის მუშტებით ჩაერთოს. სკოლაში მორიგი ჩხუბის გამო ერიკი გადაჰყავთ კერძო სკოლა-ინტერნატში, სადაც უფროსი კლასის მოსწავლეები არიან დაკავებულები დაბალი კლასის მოსწავლეთა აღზრდით.