ლოლას ოჯახი ხმაურიანი და პრესტიჟული ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსის ერთ პროვინციულ ქალაქში გადადის საცხოვრებლად. გოგონა იქაურ სკოლაში აგრძელებს სწავლას და საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობს. ლოლას ყოველთვის მოსწონდა ნიუ-იორკის მჩქეფარე ცხოვრება და პოპულარული როკ-ჯგუფის სოლისტის გაცნობაზე ოცნებობდა. ახლა კი შეიძლება ოცნება რეალობად იქცეს.