მზარეული იანი და ოფიციანტი ნადია, რომელსაც 9 წლის შვილი ყავს გადაწყვეტენ გარისკონ და საკუთარი რესტორანი გახსნან. პროცესი საკმაოდ რთული გამოდგა და ფინანსურმა პრობლემებმა თავი მალევე იჩინეს. ენთუზიაზმის და საქმისადმი სიყვარულის მიუხედავად ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. კრედიტორებთან და ბანკებთან ბრძოლაში ნადიას უწევს კანადაში სამუშაოდ გადასვლა, იანი და მისი შვილი კი რესტორნის გადასარჩენად რჩებიან. ბოლოს იანი ხვდება რომ ნადიასთან კანადაში გადასვლა ცხოვრების გაუმჯობესების ერთადერთი შანსია.