რომანტიკული კომედია შეყვარებულ წყვილზე – ალექსია და მათიასი, რომლებიც რამდენიმე წელია ერთად ცხოვრობენ. ერთხელ ალექსია, რომელიც გათხოვებაზე ოცნებობს, მათიასის ჯიბეში მოულოდნელად ვიღაც ჯულიეტას სავიზიტო ბარათს პოულობს. დაბნეული მათიასი არწმუნებს ალექსიას, რომ ჯულიეტა ქორწილების ორგანიზატორია (სინამდვილეში – მათიასის საყვარელი). აღფრთოვანებული ალექსია მაშინვე იჯერებს მისი შეყვარებულის დაუდევარ ტყუილს, და ფიფრობს, რომ მათიასი მას მალე ხელს და გულს სთხოვს. ახალ კი მათიასი იძულებულია ამ უხერხული მდგომარეობიდან თავი როგორმე დაიძვრინოს, და ჯულიეტასთნ ერთად ის სინამდვილეში იწყებს საქორწინო ღონისძიების ორგანიზებას…