პირველი სიყვარულის ბედნიერებით და აკრძალული ხილის გემოთი აღსავსე ორი კვირა გაატარეს უფროსკლასელმა სავანამ და ჯარისკაცმა ჯონ ტაირიმ, რომელიც სახლში ჩამოვიდა. მაგრამ დრო მალე მიდის – ახალგაზრდა საყვარელი იძულებულია ევროპაში დაბრუნდეს სამსახურის გასაგრძელებლად. 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ჯონი გადაწყვეტს თავისი სიცოცხლე მიუძღვნას ჯარს, და დაარღვევს პირობას, რომელიც სავანას მისცა – სახლში დაბრუნდეს და დაქორწინდეს მასზე. გოგონა ჯონს წერილებს წერს, მაგრამ ისინი სულ უფრო იშვიათად მოდიან...