ცოლ–ქმარი პატარა შვილთან ერთად საცხოვრებლად ნიუ–იორკიდან ბოსტონში გადადიან და სასაფლაოსთან მდებარე სახლში სახლდებიან. აქ ოდესღაც იდუმალებით მოცული დოქტორი ფრეიდშტაინი ცხოვრობდა, რომლის საფლავიც სახლის ცენტრში მდებარეობს. ღამ–ღამობით სახლის სარდაფიდან უცნაური ხმები ისმის. ოჯახის უფროსი ძალას იკრებს და კარებს აღებს, რომელიც სარდაფში ჩადის. მაგრამ უკეთესი იქნებოდა მას ეს არ გაეკეთებინა.