ნიუ-იორკში აუტანელი სიცხეა. ასფალტი დნება, ავტომანქანების ტემპერატურა კი, სახლის ღუმელის ტემპერატურას უტოლდება. დასიცხული ადამიანები ცივ შხაპზე ოცნებობენ. თერმომეტრის ნიშნული კი, დაუნდობლად მიიწევს მაღლა. ადამიანები თანდათან მოთმინებას კარგავენ. და დღის ბოლოს, მყუდრო იტალიური პიცერეა - ”სელასთან”, ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცევა.