ლიბი პარსონსი, ზღვის ნაპირას, ბედის ანაბარად მიტოვებული იღვიძებს , ხელები სისხლში აქვს ამოთხვრილი, ქმარი კი არსად სჩანს. მას მკვლელობისთვის დააპატიმრებენ. ის დაკარგავს ყველაფერს, მათ შორის შვილსაც. ციხეში ყოფნისას, ლიბი გაარკვევს, რომ მას ეს მოუწყვეს. ამიერიდან, ლიბის მხოლოდ "ორმაგი დასჯის" კანონი და მისი "გარდაცვლილი" ქმრის მოკვლის სურვილი ამოძრავებს, თუნდაც სიმპატიური პოლიციის ოფიცერის გაცურება მოუწიოს, რომელსაც ციხიდან გამოშვების შემდეგ ლიბის თვალთვალი დაავალეს.