"შიმშილის თამაშები" სამუდამოდ დასრულდა, რადგან კაპიტოლიუმს მთელი პანემი აუჯანყდა. აჯანყების მოთავე მე-13 რაიონი და მისი პრეზიდენტი კოინია, აჯანყების სიმბოლო კი – ქეთნისი, კაჭკაჭჯაფარა, რომელიც თანახმაა, აჯანყებულებს დაეხმაროს და ამით შური იძიოს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩანს ასე მარტივი.