წყნარი ოკეანის ჯუნგლებიდან ნიუ-იორკისკენ მიემართება საშინელი კატასტროფა. ხალხის თვალწინ ინგრევა ცათამბჯენები, ტრიალდება ავტობუსები, მთლიანად მიწისქვეშ ჩადიან შენობები. მაგრამ ეს არც მიწისძვრაა და არც გრიგალია. ეს გოძილაა, ყველაზე საშინელი ურჩხული ისტორიაში. მისთვის ადამიანთა ცივილიზაცია - მხოლოდ პატარა ჭიანჭველების ბუდეა, სახლები ასანთის კოლოფები, ვერტმფრენები კი -მომაბეზრებელი ჭრიჭინებია. მეგაპოლისის განადგურების დიდი საშიშროებაა. ჯარი, აღჭურვილი ტექნიკის ბოლო გამოგონებებით, ვერ უპირისპირდება გიგანტურ ხვლიკს.