1989 წლის ამავე სახელწოდების საკულტო ფილმის რიმეიკი, აბსოლიტური საბრძოლო ჩემპიონატის საშუალო წონის ყოფილი მებრძოლის, ელვუდ დალტონის (ჯეიკ ჯილენჰოლი) შესახებ, რომელიც იწყებს მუშაობას ფლორიდა-კისში მდებარე გზისპირა კლუბში. თუმცა, ის მალევე აღმოაჩენს, რომ ტროპიკულ სამოთხეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, სადაც მთავარი გმირი კორუმპირებულ ბიზნესმენს უპირისპირდება, რომელსაც ტერორში ჰყავს პატარა ქალაქის მოსახლეობა