დამოუკიდებელი ჯაშუშური სააგენტო “ციტადელი”, რომელსაც ევალებოდა ყველა ადამიანის უსაფრთხოება, რვა წლის წინ ძლიერი სინდიკატის მიერ იქნა განადგურებული, რომელიც ჩრდილიდან მართავს მსოფლიოს. ციტადელის დაცემის შემდეგ, ელიტარულ აგენტებს, მეისონ კეინს და ნადია სიჰს მოგონებებს წაუშლიან. მას შემდეგ ისინი შეუმჩნევლები არიან, აშენებენ ახალ ცხოვრებას ახალი იდენტობის ქვეშ და არ იციან არაფერი თავიანთი წარსულის შესახებ. სანამ ერთ ღამეს მეისონს არ შეხვდება მისი ყოფილი კოლეგა ბერნარდ ორლიკი, რომელსაც მისი დახმარება ჭირდება. მათ ხელი უნდა შეუშალონ ძლიერ სინდიკატს ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაში. მეისონი მოძებნის თავის ყოფილ პარტნიორს, ნადიას, რომელთანაც გაცილებით მეტი რამ აკავშირებს, ვიდრე სამსახურია.