მოვლენები ვითარდება 1980-იან წლებში და მოგვითხრობს ბილ ბოუერმანის და ფილ ნაიტის მიერ დაარსებული მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სპორტული ტანსაცმელის, ფეხსაცმელისა და სხვადასხვა ინვენტარის მწარმოებელი კომპანიის Nike-ის სპორტული მარკეტინგის მენეჯერის, სონი ვაკაროს შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მთელი ძალებით ცდილობდა ფილ ნაიტთან ერთად გაეფორმებინა ექსკლუზიური კონტრაქტი პერსპექტიულ კალათბურთის ვარსკვლავ მაიკლ ჯორდანთან. ეს შეუძლებლი ჩანდა იმ დროში, მაგრამ საბოლოოდ ჩამოყალიბდება ყველაზე მნიშვნელოვან თანამშრომლობად სპორტულ ბრენდსა და სპორტსმენს შორის და გახდება ფეხსაცმლის მრავალმილიარდ დოლარიანი გლობალური ინდუსტრიის დასაწყისი.