ჯულია, იძულებულია თავის ქმარს შეურთდეს, როდესაც ის ახალ სამუშაოზე გადადის მშობლიურ რუმინეთში. სამსახიობო კარიერაზე უარის თქმის შემდეგ, გოგონა ხშირად თავს მარტოსულად და დაუსაქმებლად გრძნობს. ერთ ღამეს, მისი პანორამული ფანჯრიდან ადამენებზე დაკვირებისას, ის ბუნდოვან ფიგურას შეამჩნევს ახლომდებარე შენობაში, რომელიც თითქოს მისკენ იყურება. ცოტა ხანში, როცა ჯულია ადგილობრივ კინოთეატრში მარტო რჩება, იმის გრძნობა, რომ მას აკვირდებიან, ძლიერდება, და მთავარი გმირი დარწმნუნებული ხდება, რომ მას უთვალთვალებენ – შეიძლება ეს იგივე უცნობი მეზობელი იყოს? ამასობაში, სერიული მკვლელი, რომელიც ცნობილია როგორც ობობა, შიშის ზარს სცემს ქალაქს…