მიკოლა – ექსცენტრიული პაციფისტია, რომელსაც სურს კაცობრიობისთვის სასარგებლო იყოს. მაგრამ როდესაც დონბასში ომი იწყება, მიკოლას გულუბრყვილო სამყარო ინგრევა, რადგან მტრები მის ორსულ ცოლს კლავენ და სახლს უწვავენ. გამოჯანმრთელების შემდეგ ის იღებს კარდინალურ გადაწყვეტილებას და ირიცხება სნაიპერების დანაყოფში. როცა მთავარი გმირი ცოლის მკვლელებს შეხვდება ის ემოციურად ნადგურდება და მტერს “სნაიპერულ ტერორს” უწყობს. მიკოლას უაზრო სიკვდილისგან მისი სასიკვდილოდ დაჭრილი ინსტრუქტორი იხსნის. შედეგად, მეგობრის სიკვდილი მასში დიდ “შრამს ტოვებს და ახლა მზადაა სიცოცხლე გასწიროს.