ოსკაროსანი რეჟისორის დემიენ შაზელის ახალი დრამატული ფილმი, რომელშიც მოვლენები ოციანი წლების ბოლოს ჰოლივუდის ოქროს ეპოქაში ვითარდება, იმ დროს, როდესაც ფილმებში სიჩუმე ხმით შეიცვალა. სიუჟეტის ცენტრში მუნჯი კინოს ორი ვარსკვლავი (ბრედ პიტი და მარგო რობი) აღმოჩნდება, რომლებიც მუნჯი და “მოლაპარაკე” კინოს ეპოქის შესაყარზე აღმოჩნდებიან, სადაც რა თქმა უნდა, იძულებულნი არიან ადაპტირდნენ და გადარჩნენ ახალ ინდუსტრიულ პირობებში.