2000-2015 წლების დეტექტიური ტელესერიალის “დანაშაულის ადგილი” გაგრძელება, რომელიც ახალ თავს ხსნის ლას-ვეგასში. როდესაც დანაშაულის გამოძიების ლაბორატორიის მემკვიდრეობა და მომავალი ეჭვქვეშ დადგება, მაქსინ რობის ხელმძღვანელობით გამომძიებელთა ახალი გუნდი ძველ მეგობრებს, გილ დრისომს და სარა საიდლს დახმარების თხოვნით მიმართავს. ეს გაერთიანებული ძალები უახლოეს სასამართლო ექსპერტიზის მეთოდებს გამოიყენებს, – რათა შეინარჩუნონ და ემსახურონ სამართლიანობას ცოდვების ქალაქში და გამოავლინონ სიმართლე…