გრეგორი დევიდ რობერტსის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიულ ბესტსელერზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, 1978 წელს ავსტრალიაში შეიარაღებული ძარცვების სერიაში ბრალდებული ყოფილი ნარკომანის, ლინი ფორდის შესახებ, რომელიც პატიმრობიდან თავის დაღწევას და ბომბეიში ახერხებს გაქცევას. ბედის ანაბარა, ოჯახისგან და მეგობრებისგან მოწყვეტილი, მთავარი გმირი ახალ ცხოვრებას პოულობს ინდოეთის ბარაკებში, ბარებსა და კრიმინალურ სამყაროში. მარტო უცნობ ქალაქში, ლინი მთელი ძალებით ცდილობს თავიდან აიცილოს პრობლემები, რომელსაც ის გაიქცა, მაგრამ მოულოდნელად აღმოჩნდება ავღანეთში, სადაც პარტნიორობას უწევს მაფიის ბოსს, რომელიც რუსი კრიმინალების წინააღმდეგ იბრძვის. საბოლოოდ, მას შეუყვარდება იდუმალი ქალი, სახელად კარლა და ახლა მან უნდა გააკეთოს არჩევანი თავისუფლებასა და სიყვარულსა და მასთან დაკავშირებულ გართულებებს შორის.