პულიცერის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტის, შერი ფინკის ნამდვილ მოვლენებზე დაფუძნებული წიგნის “ხუთი დღე მემორიალში: სიცოცხლე და სიკვდილი ქარიშხლით განადგურებულ საავადმყოფოში” ადაპტაცია, რომელიც ნიუ-ორლეანის მემორიალური სამედიცინო ცენტრის პირველი ხუთი დღის დრამატულ ამბავს მოგვითხრობს მას შემდეგ, რაც მას ქარიშხალი კატრინა დაატყდება თავს. სერიალი, დამანგრეველი სტიქიური უბედურების გავლენას და მის შედეგებს ასახავს ადგილობრივ საავადმყოფოზე. როდესაც ქალაქი წყლით იტბორება, ელექტროენერგია ითიშება და ტემპერატურა მკვეთრად მატულობს, საავადმყოფოს ექთნები იძულებულნი ხდებიან მიიღონ რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ შემდგომ წლების განმავლობაში შეაწუხებს..