ბიოგრაფიული მინი-სერიალი, მსახიობის, პოლიტიკური აქტივისტის და არგენტინის ყოფილი პირველი ლედის, ევა “ევიტა” პერონის შესახებ, რომლის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ბალზამირებულმა სხეულმა 22 წელი იმოგზაურა. ევა 1952 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი გვამი მიწის ზემოთ სამი წლის მანძილზე ელოდა ქანდაკების დადგმას, რომელიც არც არასოდეს დადგმულა. 1955 წელს პრეზიდენტ პერონის მთავრობა სამხედრო გადატრიალების შედეგად დაემხო, რომელიც ცხედარს 19 წელი მალავდა, რათა ის არ გამხდარიყო სიმბოლო რეჟიმის წინააღმდეგ. როგორც გენერალ პერონის ცოლი, მისი გვამი გავლენას ახდენდა არგენტინის პოლიტიკაზე ორ ათწლეულზ მეტი ხნის განმავლობაში და აყალიბებდა მტკივნეულად უცნაურ ისტორიას, რაც მითოლოგიის სფეროში გადავა. ახალი ხელისუფლებისთვის გარდაცვლილი ევა უფრო საშიშიც იყო, ვიდრე სიცოცხლეში, რადგან ყველას ეშინოდა დასასვენებელი ადგილის არ მქონე ამ გვამის…