იაპონიის თავდაცვის ძალების ოფიცერი- იუჯი იტამი დუჟინის კონვენციაზე დასასწრებად მიემგზავრება, როდესაც მოულოდნელად ჩნდება იდუმალი პორტალი დიდი კარიბჭის სახით. ამ კარიბჭიდან ზებუნებრივი არსებები და შუასაუკუნეების ჯავშნით შემოსილი მეომრები გამოდიან, რომლებიც ქალაქში მოძრაობენ, კლავენ და ანადგურებენ ყველაფერს რაც გზაზე გადაეღობებათ. იუჯის დაევალა სპეციალური გუნდის ხელმძღვანელობა, რომელიც გაიგზავნება კარიბჭის მიღმა მსოფლიოში. მათ უნდა იმოგზაურონ ამ უცნობ სამყაროში, რათა გაიგონ რასთან აქვთ საქმე და შეეცადონ დაუმეგობრდნენ ადგილობრივ მოსახლეობას მმართველ იმპერიასთან მშვიდობიანი კავშირების დამყარების იმედით.