ის საკმად დიდხანს იყო მშობლების კმაყოფაზე. დროა, 40 წლის უსაქმურმა ჟაკმა თავი თვითონ ირჩინოს. ყოფილმა ჟიგოლომ და უქნარამ იცის, რაც უნდა - გახდეს ცნობილი და მდიდარი. ბიზნეს-გეგმაც აქვს: ტურიზმი, შეთავსებული იაფ პლასტიკურ ქირურგიასთან. ჟაკი თვის უფროს დასთან, მონიკთან ერთად ახერხებს დაარწმუნოს ადამიანების გარკვეული ჯგუფი, მოაგროვონ თავიანთი მწირი სახსრები და გაუდგნენ გზას ბულგარეთში არსებული კლინიკისკენ, სადაც ყველა მათი ოცნება უფრო ნათელ და ლამაზ მომავლზე ახდება.