ნამდვილი ამბავი ნაცისტური გერმანიის სპეცდანიშნულების რაზმის KG 200-ის შესახებ, რომლებიც ჩამოაგდებულ მოკავშირეთა თვითმფრინავებს იყენებდნენ, როგორც ტროას ცხენები. მოვლენები 1944 წელს გერმანიის მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში ვითარდება და გამანადგურებლის ებრაელ-ამერიკელი კაპიტნის, დევიდ ჰოლდენის გაბედული საგმირო საქმეების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მტრის ჩასაფრებაში მოხვდება და ახლა ბომბდამშენი B-17-ის დატყვევებული ეკიპაჟი უნდა გადაარჩინოს, თავი აარიდოს დაუნდობელი მტრის დევნას და ჩაშალოს შეთქმულება, რომელსაც შეუძლია მთლიანად შეცვალოს მეორე მსოფლიო ომის შედეგი…