სერიალი რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში მომხდარ უოტერგეიტის სკანდალზე მოგვითხრობს, რომელიც ნიქსონის რამდენიმე უახლოესი მრჩეველის დაპატიმრებითა და თვით პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა 1974 წლის 9 აგვისტოს, და ფოკუსირებულია რამდენიმე აქამდე უთქმელ ამბავზე, მათ შორის პრეზიდენტის ქვეშევრდომების, შეშლილი ფანატიკოსების და მამხილებლების შესახებ, რომლებიც საბოლოოდ დაანგრევენ მთელ სისტემას. სიუჟეტის ცენტრში ნიქსონის ერთგული გენერალური პროკურორის ჯონ ნ. მიტჩელის არკანზასელი მეუღლე მართა მიტჩელია, რომელიც მიუხედავად მისი პარტიული კუთვნილებისა, ის პირველი ადამიანი გახდება, ვინც საჯაროდ ატეხს განგაშს ნიქსონის უოტერგეიტში მონაწილეობაზე, რამაც პრეზიდენტობის და ნიქსონის პირადი ცხოვრების დანგრევა გამოიწვია. ხოლო როგორც გენერალური პროკურორი, ჯონ ნ. მიტჩელი იძულებული ხდება მართასა და მის მეგობარ პრეზიდენტს შორის რთული არჩევანი გააგეთოს.