ფსიქოლოგიის ახალგაზრდა მასწავლებელი - ნინა ფერარი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, რომ 20 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ სიმართლე შეიტყოს, როდესაც დედამისი უგზო-უკვლოდ გაქრა. გზაში ნინა ავტოავარიაში მოყვება, გონზე მოსვლისას ის დაინახავს, რომ ტყეში გოგონა გარბის, ხოლო მას კი შავ ქურთუკში ჩაცმული მამაკაცი მისდევს. რამდენიმე დღის შემდეგ გოგონა - იმ უნივერსიტეტის სტუნდეტს, სადაც ნინა მასწავლებლად მუშაობს, მკვდარს პოულობენ. გოგონას სიკვდილს სხვა მკვლელობებიც მიჰყვა. ნინა დარწმუნებულია, რომ გოგონების სიკვდილი ერთმანეთთან არის კავშირში, ამიტომაც ის საკუთარ გამოძიებას იწყებს, რომელსაც ის ტყეში მდებარე იმ ხესთან მიჰყავს, სადაც დედამისი გაუჩინარდა. თავისი სიცოცხლის რისკის ფასად, ნინა გაიგებს, თუ რა საიდუმლოებებს მალავენ ტყე და ქალაქის მაცხოვრებლები მთელი ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.