ამავე სახელწოდების სატელევიზიო დოკუმენტურ სერიალზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები წარმატებული მწერლის, მაიკლ პეტერსონის ცხოვრების, მისი დიდი ოჯახის და მეუღლის, კეტლინ პეტერსონის საეჭვო სიკვდილის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს. 2001 წელს კეტლინი გარდაცვლილი იპოვეს მათი სახლის კიბის ქვეშ. შედეგად, მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი მისი ქმარი მაიკლი აღმოჩნდება, სადაც საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესი 16 წელი გაგრძელდა…