სარა პერის ამავე სახელწოდების რომაზე დაფუძნებული მინი-სერიალი, რომელშიც მოვლენები ვიქტორიანულ ინგლისში ვითარდება და ცოტა ხნის წინ დაქვრივებული კორა სიბორნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ლონდონიდან ესექსის საგრაფოში მდებარე პატარა სოფელში გადადის. ჩასვლისთანავე მთავარი გმირი გაიგებს, რომ ადგილობრივებს სჯერათ მითიური კაციჭამია გველის არსებობის, რომელიც ცხოვრობს მიმდებარე ჭაობებში. თუმცა, ემანსიპირებულ კორას მეცნიერებისა და პროგრესის ძალის სჯერა, ამიტომ იგი გადაწყვეტს გაარკვიოს რა დგას სინამდვილეში ადგილობრივი ლეგენდების უკან. მაგრამ როდესაც ტრაგედია მოხდება, ადგილობრივები მას ამ მითიური არსების ყურადღების მიიპყრობაში ადანაშაულებენ.