სერიალი ორიგინალური კოსმოოპერის პრიკველების ქრონიკას აგრძელებს, რომლშიც მოვლენები 2005 წლის ფილმის “ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 3 – სიტხების შურისძიება” დრამატული მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ ვითარდება და ჯედაების ყოფილი წევრისა და ოსტატის ობი-ვან კენობის შესახებ მოგვითხრობს, სადაც ის თავისი უდიდესი მარცხის პირისპირ აღმოჩნდება, როდესაც მისი საუკეთესო მეგობრი და შეგირდი, ანაკინ სკაიუოკერი დაეცემა და სიტხების ბოროტი ლიდერი, დართ ვეიდერი გახდება. შედეგად, ობი-ვანი იძულებულია იმპერიისა და კრიმინალური სინდიკატების გავლენის ქვეშ მოქცეულ, შორეულ და უკაცრიელ პლანეტა ტატუინზე გაიქცეს მას შემდეგ, რაც მთელ გალაქტიკას იმპერატორი შივ პალპატინის ახალი გალაქტიკური იმპერია დაიპყრობს და ჯედაების ორდენს 66-ე ბრძანებით გაანადგურებს. იქ ობი-ვანი მისი ყოფილი შეგირდის ანაკინ სკაიუოკერის შვილს ახალგაზრდა ლუკ სკაიუოკერს აკვირდება, სადაც ძველ წესრიგს და მის ეგზისტენციალურ კოდექს ეჭვქვეშ აყენებს და ჯედაებისთვის ახალ ტექნიკას და ახალ იდეოლოგიას აყალიბებს. მაგრამ მთელი რიგი მოვლენები ობი-ვანს აიძულებს კიდევ ერთხელ დატოვოს თავისი სამალავი…