თექვსმეტი წლის ჯორჯია ნოლანი ოცნებობს გახდეს მსოფლიოში ნომერი პირველი მეხანძრე. როდესაც იდუმალი ცეცხლის წამკიდებელი იწყებს ბროდვეის დაწვას, ხოლო ქალაქში მეხანძრეები ქრებიან, ნიუ-იორკის მერი ჯორჯიას მამის, შონს სამსახურიდან ათავისუფლებს. სასოწარკვეთილი მამის დასახმარებლად და მისი ქალაქის გადასარჩენად, მთავარი გმირი ახალგაზრდა მამაკაცად ინიღბება და უიღბლო მეხანძრეების ჯგუფს უერთდება, რომელიც ცდილობს ცეცხლის წამკიდებელი შეაჩეროს…