2019 წლის რომანტიკული დრამის “სუვენირი“ გაგრძელება კინოსკოლის სტუდენტი გოგონას სახელად ჯულის შესახებ, რომელიც ქარიზმატულ და მანიპულატორ ხანდაზმულ მამაკაცთან მშფოთვარე და რთული ურთიერთობის შემდეგ, მასთან წარსული მძაფრი სიყვარულის გაანალიზებით, თავისი სადიპლომო ფილმის გადაღებას იწყებს და მის კარგად მოფიქრებულ ფანტაზიებისგან ფაქტებს მიჯნავს. ფილმი პირველი სიყვარულისა და ქალად ჩამოყალიბების წლებზე ბრწყინვალე ამბავს მოგვითხრობს. ეს არის მემუარების და ფანტაზიის უნიკალური ალქიმიური კომბინაცია და მხატვრის პორტრეტი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს სცილდება…