ფილმი უკრაინის სეპარატისტული ოლქის ყოფას ასახავს. რეჟისორი იმპერიალისტურ რუსეთს ყოველგვარი შელამაზებისა და ალეგორიების გარეშე ღიად უპირისპირდება. “დონბასი“ ცრუ პატრიოტიზმის, ოკუპაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტია, რომელიც თავისუფალ სამყაროს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ჩუმად ყოფნა დანაშაულია.