ამაღელვებელი და თანამედროვე ამბავი უნიკალური ამერიკული ოჯახის შესახებ, რომელიც მათი მომავლისთვის იბრძვის. ანტონიო ლებლანკი, ლუიზიანას პატარა ქალაქში გაზრდილი, ნაშვილები კორეელია, დაქორწინებულია თავისი ცხოვრების სიყვარულზე ქეითზე და მათი საყვარელი ქალიშვილის ჯესის მამინაცვალია. ოჯახის ცხოვრების გაუმჯობესების მცდელობისას, ანტონიო თავისი წარსულის აჩრდილებს უნდა დაუპირისპირდეს, როდესაც აღმოაჩენს, რომ იგი შეიძლება გააძევონ ერთადერთი ქვეყნიდან, რომელსაც მთავარი გმირი თავის სახლს უწოდებს…