1961 წლის ამავე სახელწოდების კლასიკური მიუზიკლის რიმეიკი, აკრძალული სიყვარულის შესახებ, რომელშიც მოვლენები 1950-იანი წლების შუა პერიოდში ნიუ–იორკში ვითარდება და ქუჩის ორ ბანდას – “ჯეთსებს” (თეთრი ემიგრანტების შთამომავლები) და “ზვიგენებს” (პუერტო-რიკოელები) შორის კონფლიქტზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი, სახელად ტონი “ჯეთსების” ყოფილი წევრია, რომელსაც “ზვიგენების” ლიდერის და მარია შეუყვარდება. ტონი და მარია ახალგაზრდები არიან, ერთმანეთი უყვართ და ერთად ახლი ცხოვრების დაწყებაზე ოცნებობენ. მაგრამ ისინი ორ დაპირისპირებულ ბანდას მიეკუთვნებიან, შესაბამისად ბრმა სიძულვილის მსხვერპლნი გახდებიან…