ისტორიაში ბევრი გამარჯვებაა ცნობილი, რომელმაც მილიონობით ადამიანზე მოახდინა გავლენა. ასეთ ტრიუმფს წარმოადგენს საბჭოთა კავშირის გამარჯვება კალათბურთში დრამატულ ოლიმპიადაზე 1972. დაახლოვებით 4 ათწლეულის მანძილზე ამერიკის გუნდი დაუმარცხებლად ითვლებოდა. ყველა გუნდი შეგუებული იყო იმ აზრს, რომ პირველები ამერიკელები იყვნენ, ამიტომ მეორე ადგილისთვის საბრძოლველად მიდიოდნენ ჩემპიონატებზე. საბჭოთა კავშირის გუნდმა კი შეძლო მათი დამარცხება.