მოშე იეჰუდა, ჰასიდი რაბინი და მოყვარული მოცეკვავეა, რომელიც ტანგოს დიდ სატელევიზიო კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტს, რათა თავისი ებრაული სკოლა გაკოტრებისგან იხსნას. მაგრამ ერთი პრობლემაა: მისი ორთოდოქსული რელიგიური შეხედულებების გამო, მას უფლება არ აქვს ქალებს შეეხოს! მეუღლესთან და ხუთ შვილთან, ორთოდოქსული სექტის დიდ რაბინთან და მთელ ჰასიდიურ საზოგადოებასთან უთანხმოებაში მყოფი, მოშე იძულებულია რჩევის მოსაღებად კათოლიკე მღვდელს, მუსულმან იმამისა და სიქ წმინდანს მიმართოს. ისინი ერთად შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მთავარ გმირს ტანგოს კონკურსში მონაწილეობის მიღებაში და ცეკვაში დაეხმარება…