დრამატული ამბავი ნიუ-იორკის შტატის ქალაქში მცხოვრები დედის ბარბარა ო’ბრაიანის შესახებ, რომლის ცხოვრება განადგურდება, როდესაც მისი კოლეჯის პირველკურსელი ვაჟი ჯიმი, საძმოში ბულინგთან დაკავშირებულ ინციდენტში გაეხვევა. რამდენიმე კვირის გლოვის შემდეგ, იგი მოგზაურობას იწყებს, სადაც სხვა დედებს იღებს კამერით, რომლებმაც ბულინგის გამო ასევე შვილები დაკარგეს. მთავარი გმირის მისიაა – ვაშინგტონში წასვლა და სენატორ დეილისთვის ფირების ჩვენებაა. ის მას დახმარებას ჰპირდება, მაგრამ როდესაც ბარბარა აღმოაჩენს, რომ დეილი კორუმპირებულია და დახმარებას არ აპირებს, იგი მისი შვილის მკვლელზე თავად გადაწყვეტს შურისძიებას.