სტივენ კინგის მოთხრობაზე “იერუსალიმის ხვედრი” დაფუძნებული საშინელებათა სერიალი, რომელშიც მოვლენები მენის შტატში 1850-იან წლებში ვითარდება და დაქვრივებული გადამდგარი კაპიტანის ჩარლზ ბუნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მისი ახალგაზრდა მეუღლის ზღვაში სიკვდილის შემდეგ სამ შვილთან ერთად წინაპრების ძველ სახლში, შორეულ სოფელ პრიჩერ კორნერსში მიდის, სადაც მას თავისი ოჯახის ისტორიის გამოკვლევა და ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევს, რომლებიც სახლს აკონტროლებენ. ამაში ბუნს მისი შვილების ძიძა რებეკა მორგანი დაეხმარება, რომელსაც მთავარი გმირის ოჯახის საიდუმლოებებზე გოთიკური რომანის დაწერა სურს…