ფილმი, ნიუ-იორკელი პერსპექტიული ახალგაზრდა ადვოკატის კასის შესახებ მოგვითხრობს, რომლის იდეალიზმი იმ სამართლიანობის სისტემის ყოველდღიური უსამართლობის გამო იწყებს რღვევას, რომლის გამოსწორებასაც მუდმივად ცდილობდა. მთავარი გმირი ყველაფერს ეჭქვეშ აყენებს, რაზეც უმუშავია და როდესაც მის გარშემო სამყაროს ნგრევის ნიშნებს ამჩნევს, არაპროგნოზირებადი ყოფილი კლიენტი ლეა მას ნარკოტიკების საშიშ ძარცვაში ითრევს.