ჯაშუშური ექშენ-კომედიის მესამე ნაწილი, “ოსს-117”-ის ფსევდონიმით ცნობილი საფრანგეთის დაზვერვის საიდუმლო აგენტის იუბერ ბონისერ დე ლა ბატის შესახებ, რომელიც 1981 წელს აღმოსავლეთ აფრიკაში (უფრო კონკრეტულად კენიაში) მიემგზავრება, რათა ქვეყნის ლიდერს ფრანსაფრიკის ფარგლებში აჯანყების ჩახშობაში დაეხმაროს. მისი ახალი მისია უფრო რთული, უფრო საშიში და ცხელი აღმოჩნდება, ვიდრე ოდესმე, სადაც იუბერი იძულებულია მის ახალგაზრდა კოლეგასთან, პერსპექტიულ “ოსს-1001”-თან გაერთიანდეს…