თავის ოჯახს მოწყვეტილი, პერსპექტიული ახალგაზრდა სირიელი მუსიკოსი, ომარი თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ შოტლანდიის შორეულ კუნძულზე ხაფანგში აღმოჩნდება, რომელსაც განსაკუთრებით აწუხებს მისი ძმის ბედი, რომელიც სირიაში საბრძოლველად დარჩა. ძლიერი ქარიშხლებით და მღელვარე ზღვით გარშემორტყმულ ამ კუნზულზე ომარს, რომელსაც მკლავი აქვს მოტეხილი, და მის ოთახის მეზობლებს ლტოლვილის სტატუსის მიღების ლოდინის გარდა, არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, სადაც ისინი მთელ დროს კუნძულზე მდებარე ერთადერთი ფასიანი ტელეფონის წინ რიგში ატარებენ…