ექვსდღიანი ომის პერიოდია, 9 ივნისი, 1967 წელი. ისრაელელი სერჟანტი და ეგვიპტელი ჯარისკაცი გაეროს საგანგებო ძალების ერთ მიტოვებულ პოსტზე, სინაის უდაბნოში ხვდება ერთმანეთს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ცეცხლის შეწყვეტის მეორე დღეს. ორმხრივი სროლის შდეგად ორივე მამაკაცი ამ პოსტზე აღმოჩნდება - ერთი პირველ სართულზე, მეორე - ზედა სართულზე. გარეთ კი ჯიპი დგას - გამარჯვებულს ელოდება. ორი ჯარისკაცი, ერთი მიზანი - გადარჩენა…