კერი ჰიქსი, სასადილოში ყოველ დღე ორ ცვლაში მუშაობს და ცდილობს ქალიშვილს ემის ოცნებისკენ მიმავალ გზაზე ხელი შეუწყოს. გოგონა მომღერლობაზე ოცნებობს და ქალაქის პატარა ბარებში მუსიკალურ ნომრებს ასრულებს. კერი ასევე ეხმარება უმუშევარ მეგობარ მამაკაცს როდნის, თუმცა მორიგი სკანდალის დროს როდნის რისხვა ემას დაატყდება თავს, რის შედეგადაც გოგონა ინვალიდის ეტლს ეჯაჭვება, ხოლო როდნი ციხეში მიდის. კერი ქალიშვილთან ერთად დიდი ქალაქიდან თავისი ბიძის, ერლის მყუდრო სახლში წასვლას გადაწყვეტს, სადაც ის და მისი მეგობრები ეკლესიიდან, თავშესაფრის მაძიებელ დედა-შვილს დახმარებას ჰპირდებიან. აქ გმირები ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას ცდილობენ, როდესაც ემი ქალაქში როდნის მეგობარს შეამჩნევს და აშკარა ხდება, რომ წარსული ასე უბრალოდ მათ გაშვებას არ აპირებს.