ენდი ბეინსი – საშინელებათა ფილმების ცენზორია, რომელიც ძალიან ამაყობს თავისი კორპორატიული სამსახურით, სადაც ის ფილმების სასტიკ სცენებსა და ძალადობას იკვლევს, და დაუცველ მაყურებელს სისხლიანი დეტალების მავნე შედეგებისგან იცავს. მაგრამ ერთ დღეს მთავარ გმირს არქივიდან განსაკუთრებით სასტიკი ფილმის ნახვას დაავალებენ, რაც მისი დის გაუჩინარებასთან დაკავშირებულ, ბავშვობის ბუნდოვან მოგონებას გაახსენებს. შედეგად, ენდი ცდილობს თავისი წარსულის დეტალები გაიხსენოს და ამ საიდუმლოს ამოხსნის სურვილით ხდება შეპყრობილი…